უცხო ენების კათედრა

კათედრის გეგმები

среда, 21 декабря 2011 г.

მოწევა კლავს?!



მოწევა კლავს?!
პროექტის მთავარი იდეა:
Ø  არის თუ არა მოწევა მართლაც მავნებელი ადამიანის ჯანმრთელობისათვის?
Ø  ახალგაზრდებზე უფრო მეტად ზემოქმედებს მოწევა თუ ხანში შესულ ადამიანებზე?
Ø  რა პრობლემა შეიძლება შეუქმნას ფეხმძიმე ქალებს მოწევამ?
Ø  მოწევა – საკუთარი თავის წარმოჩენა პრესტიჯის დონემდე თუ წაბაძულობით შეძენილი მავნე ჩვევა?
Ø  მოწევა თუ ჯანსაღი ცხოვრება?


პროექტის აქტუალობა:
პროექტის აქტუალობა მდგომარეობს შემდეგში, აჩვენოს თანამედროვე ახალგაზრდებს მწეველების დღემოკლეობის შესახებ და შთააგონოს ახალგაზრდებს, რომ მოწევა არა საამაყო საქციელი, არამედ მომაკვდინებელი მავნე ჩვევაა და ნებისმიერი ასაკის მწეველს სავალალო შედეგებამდე მიიყვანს.
პრობლემა ცხოვრებისეულია და მეტად აქტუალურია თვით სკოლის მოსწავლეებშიც, ვინაიდან მოსწავლეობიდან იწყება სიგარეტ დამოკიდებულება და ხშირ შემტხვევასი ცხოვრების ბოლომდე გრძელდება.
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს აღმოაჩინონ მოწევის უარყოფითი მხარეების შესახებ სხვათა პირადი გამოცდილებიდან გამოკითხვების შედეგედ და დააფიქრებს მათ მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება გაუზიარონ მეგობრებსა თუ ახლობლებს და გაითვალისწინონ სამომავლოდ ცხოვრებაში.  
პროექტის მიზნები და შედეგები:
   პროექტის მიზანია მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება სწავლების პროცესში, ჯგუფური მუშაობის მეშვეობით თანამშრომლობითი უნარების გაღვივება და ჩამოყალიბება,  ანალიტიკური აზროვნების უნარის ჩამოყალიბება, კვლივითი, შემოქმედებითი და კომუნიკაციური უნარ–ჩვევების განვითარება.
მონაწილეთა ასაკი:
10–16 წლის მოზარდები
ვადები/ხანგრძლივობა:
1–2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების დემონსტრირებისთვის მოსწავლეები წარმოადგენენ წერილობით დოკუმენტს, სადაც აღწერილი იქნება მათი კვლევის დეტალების შესახებ, მოახდენენ საჩვენებელ ინსცენირებას, სკოლაში და სკოლის გარეთ მოეწყობა აქცია, აქციის მონაწილეებს მაისურებზე No Smoking –ის ლოგოები ექნებათ გამოსახული, რათა ნებისმიერი შემხვედრისთვის გასაგები იყოს ერთი შეხედვით თუ რას ეხება აქცია, ასევე მონაწილეებს ექნებათ წინასწარ მომადებული ბუკლეტები და ხალს დაურიგებენ, ბუკლეტებში ჩამოყალიბებული იქნება აქციის მთავარი მიზნების შესახებ რამოდენიმე აუცილებელი საკითხი. ასევე მოეწყობა პროექტის ირგვლივ კონფერენცია. ეს ყოველივე ცხადყოფს შეედეგების მიღწევადობას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ძირითდ რესურსებად უმთავრესად გამოყენებული იქნება ინტერნეტ წყაროები,  ზოგადი სამედიცინო დასკვნები მწეველთა შესახებ, პირადი ინტერვიუები. აგრეთვე აღნიშნული საკითხის დამუშავებაში მოსწავლეებს დაეხმარება ვიდეო მასალები, რომლებსაც ინტერნეტით მოიძიებენ, ხოლო პრეზენტაციისათვის კი გამოიყენებენ Power Point – ს.
პროექტის მსვლელობა:
Ø  ჩამოყალიბებული იქნება წინასწარ რამოდენიმე შეკითხვა, რომელთა ირგვლივაც წარიმართება თემის მსვლელობა.
Ø  მოსწავლეები დაყოფილნი იქნებიან მიზნობრივ ჯგუფებად ზემოთხსენებული საკითხების მიხედვით.
Ø  ჟგუფში შემუშავებული იქნება პროექტის გეგმა.
Ø  როლები (მოვალეობები) წინასწარ იქნება გადანაწილებული იმის მიხედვით თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი ჯგუფის მუშაობაზე და ვინ იქნება ამა თუ იმ საკითხის შემსრულებელი, ვინ რას და როდის აკეთებს?!
Ø  აქტივობების განხორციელება.
Ø  პროდუქტის პრეზენტაცია.
Ø  შემაჯამებელი შეფასება, რაც მოიცავს მოსწავლეების  მიერ ანგარიშის სახით წარმოდგენას ნამუშევრისა და მასწავლებლის მიერ მოსწავლეების შეფასების რუბრიკის მიხედვით.
გათვალისწინებულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
პროექტის ხელმძღვანელი :  ათინა თიოძე
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:  atina.toidze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: